მსოფლიო პრაქტიკა





ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. მსოფლიოში ევთანაზიასთან მიმართებით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ქვეყნებში, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი); მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს (გერმანია, ავსტრია); მესამე ჯგუფის ქვეყნებში მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები).
როდესაც ვსაუბრობთ ევთანაზიაზე, მუდამ არსებობს კონფლიქტი ერთ მხარეს არსებული პიროვნების თავისუფლება, ავტონომია, პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება, წამების აკრძალვა და მეორე მხარეს კი სოცოცხლის უფლება, რომელიც მიჩნეულია ადამიანის სხვა უფლებების უზრუნველყოფის წინაპირობად.
ჰოლანდია პიონერი აღმოჩნდა ამ მიმართულებით და პირველმა დააკანონა ევთანაზია 70-იანი წლების დასაწყისში. ამ ქვეყანაში ყოველი 25- უკურნებელი სენით დაავადებული ჰოლანდიელი, რომელიც სახლში ხვდება სიკვდილს სამედიცინო დახმარების ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს, თუმცა არსებობს მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნები: 1. აუცილებლად თავად პაციენტმა უნდა გამოთქვას ამ ქვეყნიდან წასვლის სურვილი; 2. მოთხოვნა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ექიმებმა; 3. თავად პაციენტმა უნდა დაადასტუროს რამდენჯერმე ევთანაზიის სურვილი.
ევთანაზიის გამოყენება არ შეიძლება თუ პაციენტი არ იტანჯება. მარტო 1999 წელს სასიკვდილო ინექციები 2216 ადამიანს გაუკეთდა.
საინტერესო შემთხვევას ჰქონდა ადგილი დიდ ბრიტანეთში, როცა 43 წლის ქალბატონმა სასამართლოში განაცხადი შეიტანა. საქმის არსი შემდეგში მდგომარეობდა: Dიან Pრეტტყ-ის ცენტრალური ნერვული სისტემის მამოძრავებელი უჯრედების პროგრესული ნერვო-დეგენერაციული დაავადება აწუხებდა, რომელიც იწვევს ხელისა და ფეხის კუნთების, აგრეთვე, სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების განლევას. სიკვდილის მომენტი დგება სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების დასუსტების შედეგად, რასაც თან სდევს მეტყველებისა და ყლაპვის მაკონტროლებელი კუნთების დასუსტება და შედეგად, სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია.
განმცხადებელი ქალბატონის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. მას არ სურდა, განეცადა ის ტანჯვა, რისი გადატანაც აუცილებლად მოუწევდა. ქალბატონს სურდა, თავად გადაეწყვიტა, როდის მოკვდებოდა, მაგრამ თვითმკვლელობა არ შეეძლო სხვისი დახმარების გარეშე.
თუმცა ამის უფლება დიდმა ბრიტანეთმა არ მისცა, რითაც განმცხადებლის აზრით დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი არ შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანს თავისი სიცოცხლის მიმართ შეიძლებოდა მიეღო და რომ მე-2 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორცსიკვდილის უფლება”. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სიცოცხლის უფლებიდან არ გამომდინარეობდა ადამიანისთვითგამორკვევის უფლება”- სიცოცხლეს ამჯობინოს სიკვდილი. ამ გადაწყვეტილებით მომჩივანს არაპირდაპირ, ფაქტობრივად, “ფიზიკური და სულიერი ტანჯვის ატანის მოვალეობადაეკისრა. ამით, ბევრის აზრით, სასამართლომ არ დაიცვა სიცოცხლის უფლება, რომელიც უმაღლეს ადამიანურ ღირებულებად მიიჩნევა.
მომჩივანის სიცოცხლე უკვე არაფერს წარმოადგენდა და მეტიც- ის იყო მისისულიერი და ფიზიკური ტანჯვისწინაპირობა. მოცემულ საქმეში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სიცოცხლის უფლების აბსტრაქტული განმარტებით, რომ ეს უფლება უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს და უპირობოდ უნდა იქნას დაცული. სასამართლომ თითქოს მხედველობაში არ მიიღო ან არუნდოდა რომ მიეღოკონკრეტული შემთხვევის კონკრეტული ფაქტები. ამან კი განაპირობასიცოცხლის უფლებისსასარგებლო ბალანსის ჩამოყალიბება. ქალბატონი Pრეტტყ- გასასამართლებლად შეიძლება ვთქვათ, რომ პირს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ გადაწყვიტოს როდის და როგორ მოკვდეს, რადგან ეს არანაირად არ უპირისპირდება და არ ეწინააღმდეგება სხვათა უფლებებს – “პიროვნების უფლებები და ავტონომია”. ამას კარგად გამოხატავს პეტერ ბაუმეს სიტყვები: “[...] სხვა საკითხებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე, მე ვინარჩუნებ უფლებას გავაკეთოჩემი გადაწყვეტილებადამოუკიდებლად [...]
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უშვებენ აქტიურ ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან და არღვევენ კონვენციის მე-2 მუხლს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დააფიქსირა, რომ აქტიური ევთანაზიის ლეგალიზების საკითხი განეკუთვნება წევრ სახელმწიფოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამით სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, რათა თავიდან აეცილებინა ურთიერთდაპირისპირება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრინციპებს შორის.
ცნობისთვის: ნებაყოფლობითი ევთანაზიის საზოგადოება 1935 წელს ჩამოყალიბდა და გაერთიანებულ სამეფოში წარმოადგენდა წამყვან კვლევით ორგანზაციას სიკვდილში დახმარების საკითხებზე იმ მიმართებით, რომ განუკურნებელ ან მომაკვდავ ადამიანს, მსგავსი სურვილის შემთხვევაში, მისცემოდა ღირსეულად სიკვდილის უფლება. მოუქნელი სამართლებრივი სისტემა, რომელიც აიძულებს განუკურნებელ ავადმყოფს იტანჯებოდეს უმძიმესი ტკივილებისაგან და გაუძლოს გახანგძლივებული სიკვდილის პროცესს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, არ შეესაბამებოდა კონვენციის მესამე მუხლს.
93 წლის ბელგიელმა ქალბატონმა, მას შემდეგ რაც ევთანაზიაზე უარი უთხრეს, შიმშილობის აქცია დაიწყო. EEEხპატიცა- ინფორმაციით, მოხუცს უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ მას ძლიერი ფიზიკური ტკივილების გამომწვევი დაავადებები არ აღმოაჩნდა. ხეიბარმა და უსინათლო ამელი ვან ესბეენმა ევთანაზია, მას შემდეგ მოითხოვა რაც სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი შეგრძნებები და უნარები დაკარგა. მოხუცებულთა სახლში მცხოვრებმა ქალბატონმა თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო და ექიმების მოთხოვნის მიუხედავად უარს აცხადებს საკვების მიღებაზე.

ბელგიაში ევთანაზიის საკითხების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელის ვიმ დისტელმანსის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობა ევთანაზიის გამოყენებას, მხოლოდაუტანელი ტკივილებისშემთხვევაში უშვებს.
ევთანაზია უკვე ლეგალიზებულია ნიდერლანდებში 2002 წელს მიღებული კანონით, ყურადსაღებია ამ ქვეყნის სასამართლოს მიმართება ევთანაზიის ფაქტებთან დაკავშირებით. 1984 წლის ალკმაარის საქმეში, 95 წლის მოხუც პაციენტს არ შეეძლო საკვების და სითხის მიღება და ხშირად კარგავდა გონებას. ის სთხოვდა თავის ექიმს ევთანაზიის გაკეთებას. ექიმმა გამართა კონსილიუმი, სადაც დადგინდა, რომ პაციენტი ვეღარ გამოჯანმრთელდებოდა. ევთანაზიის გამოყენების შემდეგ, ექიმი გაასამართლეს ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსის 293- მუხლის მიხედვით, თუმცა არანაირი სასჯელი არ დააკისრეს. აპელაციაზე უზენასემა სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმი დადგა მოვალეობათა კოლიზიის წინაშეშეენარჩუნებინა პაციენტის სიცოცხლე ან გაეთავისუფლებინა ის ფიზიკური ტანჯვისგან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ექიმის სამედიცინოშეხედულებებზე დაყრდნობით, გათვლილი სტანდარტული სამედიცინო ეთიკის ჭრილში. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ექიმმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ფრენსის ბეკონი წერდა: “ექიმის ვალია, არამარტო აღადგინოს ჯანმრთელობა, არამედ ისიც, რომ შეამსუბუქოს ავადმყოფობით გამოწვეული დარდი და ტანჯვა, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი ტკივილის შემსუბუქება, როგორც საშიში სიმპტომისა, მიიყვანს გამოჯანმრთელებამდე, არამედ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც უკვე გადარჩენის არანაირი იმედი არ არის და შესაძლებელია, მხოლოდ სიკვდილის გაიოლება, რადგანაც ევთანაზია უკვე არანაკლები შვების გამოხატულებაა.”
შვეიცარია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მცირე სახელმწიფოთაგანს, სადაც ევთანაზია კანონიერ ქმედებას წარმოადგენს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული მიზეზის გამო,
შვეიცარიაში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან ევთანაზიის განხორციელების მსურველები, რამაც საკმაოდ გაზარდა იმ კერძო კლინიკების ფინანსური შემოსავალი, რომლებიც ევთანაზიას ახორციელებენ.
შედეგად, ევთანაზიის განხორციელება შვეიცარიაში გარკვეულ ბიზნესად იქცა. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გამოვიდა ევთანაზიის მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით. ცვლილებები მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ევთანაზიის მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესად გარდაქმნა და იმის უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის.
ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ევთანაზიის განმახორციელებელ პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ გარკვეული პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული. ევთანაზიის მსურველმა პირმა დამოუკიდებლად უნდა გამოხატოს სიკვდილის სურვილი, რის შემდეგაც მას მიეცემა გარკვეული პერიოდი მოფიქრებისათვის.
მათ ასევე უნდა წარმოადგინონ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო
ექსპერტის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ დაავადება განუკურნებელია. გარდა ამისა, ცვლილებებით აიკრძალება ევთანაზიის განხორციელება მოგების მიღების მიზნით.
შვეიცარიის მთავრობის აზრით, მსგავსი შეზღუდვების დაწესება მათ თავიდან ააცილებს პრაქტიკის ბოროტად გამოყენებას და ასევე შეამცირებსთვითმკვლელი ტურისტებისრიცხვს ქვეყანაში.


No comments:

Post a Comment