დასკვნა (ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ)

     ევთანაზიის ანუ მშვიდი სიკვდილის გამოყენება "სიბრალულის გამო ადამიანთა
მოკვდინების"  მიზეზით დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან თუ ის დეკრიმინალიზებული გახდება მთელ მსოფლიოში იკლებს მედიცინის განვითარების მაჩვენებელი. მისი ლეგალიზაციის შემთხვევში განუკურნებელი დაავადებების განსაკურნებად ახალი გზების ძიება შეწყდება. ეს ფაქტი დიდ გავლენას მოახდენს დემოგრაფიაზე და საბოლოოდ არასასურველ შედეგამდე მივალთ.
    ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძნელია უყურო ადამიანს, რომელიც იტანჯება გაუსაძლისი ტკივილების გამო, მაშინ როცა იცი რომ ვეღარ გადარჩება - ამ დროს აქტიური ევთანაზია საუკეთესო საშუალებაა მისთვისაც და მისივე ახლობლებისთვისაც. მაგრამ, მეორე მხრივ შესაძლებელია, რომ ექიმებმა მიაკვლიონ მისი გადარჩენის გზებს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ის ებრძვის საკუთარ თავს. 
     დღესდღეისობით მედიცინა, თითქმის, ყოველდღე ვითარდება და პირველ რიგში ესაა მიზეზი იმისა, რომ ადამიანი გაუმკლავდეს თავის დაავადებას იმის იმედით, რომ განიკურნება.
     გარდა ამისა, დღეისთის მსგავსი პაციენტების დასახმარებლად არსებობს პალიატური მკურნალობის სახეობა, რომელიც მიმართულია უიმედოდ დარჩენილ პაციენტთა ფსიქოლოგიური და სულიერი გაძლიერებისკენ. 

No comments:

Post a Comment