ეკლესიის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი

მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “რა არის ევთანაზია? ბერძნულიდან ეს ითარგმნება როგორცკეთილი სიკვდილი”. ევთანაზია ოდითგანვე ცნობილია. მაგალითად, სპარტაში კლავდნენ სუსტ და სნეულ ახალშობილებს. ზოგიერთი პირველყოფილი თემის წეს-ჩვეულებით კლავდნენ ან სადმე ტოვებდნენ მოხუცებს, რომლებიც ზედმეტ ბარგს წარმოადგენდნენ.
ეს ველური, ბარბაროსული წესი მეოცე საუკუნეში სიცოცხლისუნარიანი ხდება, თანაც ამას ადგილი აქვს არა ამაზონისა და აფრიკის ჯუნგლებში, არამედცივილიზებულდასავლეთში. პირველად ევთანაზია მეოცე საუკუნის ფაშისტურ გერმანიაში იქნა შემოღებული, ახლა კი ოფიციალურად ჰოლანდიაში გამოიყენება. უკვე საკანონმდებლო დონეზე მიიღეს ავსტრალიაშიც და ალბათ მალე სხვა ქვეყნებშიც დაკანონდება.
ევთანაზიის წინააღმდეგ გამოდიან მსოფლიოს ქრისტიანული კონფესიები და სიცოცხლის დამცველი ორგანიზაციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს.
ევთანაზიასსიკვდილის კულტურაუწოდეს. ეს არის არა მხოლოდ იდეებისა და შეხედულებების განსაკუთრებული ერთობა, რომელიც ამართლებს მკვლელობას, არამედ ეს არის დასავლური ცივილიზაციის მიერ შობილი აზროვნების განსაკუთრებული ტიპი, მენტალიტეტი, რომლის საფუძველშიც თავისუფლების ცრუ გაგება დევს. ჭეშმარიტი თავისუფლება უფალთან ყოფნაა.
ევთანაზიის მომხრეები ამბობენ: ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. თუ ის სიცოცხლით დაიღალა, მაშინ ექიმები მას უნდადაეხმარონ”, უმტკივნეულოდ მოკვდეს. მათი აზრით, ეს უფლება კანონმდებლობით უნდა იყოს განმტკიცებული.
იურისტები კისიბრალულითმკვლელობას დიდი უნდობლობით ეკიდებიან, რამეთუ ამ ტერმინის ქვეშ შეიძლება ჩამოიწეროს ბევრი სხვა რამ, მაგალითად: მშობლები ან ახლობლების მკვლელობა მემკვიდრეობის მიღების გამო. წერილობითი თანხმობამსუბუქ სიკვდილზეარავითარი ძალის მქონე არ არის, რამეთუ ის შეიძლება ხელიდან იყოს გამოგლეჯილი ავადმყოფის გაუაზრებელი ან თუნდაც გააზრებული მდგომარეობის დროს.
ტერმინოლოგიურად ევთანაზიას ორ ნაწილად ყოფენ: ნეგატიურ, ანუ პასიურ ევთანაზიად – “დავაცადოთ სიკვდილიდა აქტიურ, ანუ ნამდვილ ევთანაზიად – “დავეხმაროთ სიკვდილში”. ეს დაყოფა არცთუ ისე უწყინარია. იგი ექიმებს აყენებს ცრუ დილემის წინაშე: ან თქვენ ხართ ჰუმანური, თანაუგრძნობთ მოყვასს და აქედან გამომდინარე უნდა გადააბიჯოთ შეუძლებელს და მოკლათ, ან არადა თქვენ ადამიანის თანაგრძნობაზე უფრო მაღლა აყენებთ აბსტრაქტულ დოგმებს და გულგრილად უყურებთ მის ხანგრძლივ ტანჯვას.
მოდით, განვიხილოთ ამ სატანური პროცედურისადმი მართლმადიდებლური მიდგომა. რატომ უშვებს ღმერთი ადამიანის ტანჯვას? რა აზრი დევს მასში? ეს საჭიროა ადამიანის საუკუნო სიცოცხლისათვის მოსამზადებლად. როცა სხვა არაფერი აღარ მოქმედებს ტკივილმა და განსაცდელმა შეიძლება გამოასწოროს ადამიანი, მიიყვანოს სინანულამდე და აღსარებამდე. ტკივილი და განსაცდელი, განსაკუთრებით სიკვდილის წინ, წმენდს ადამიანს ცოდვებისგან და ამდაბლებს მას. რა ხდება მაშინ, როცა ექიმი კლავს ავადმყოფს? სული მიდის ამ ქვეყნიდან მოუმზადებელი და თუ ავადმყოფი თვითონ თანხმდება ევთანაზიაზე, თვითმკვლელობის ცოდვითაც მძიმდება, ხოლო ექიმი, რა თქმა უნდა, ამ დროს ჯალათია.
თანამედროვე საზოგადოება თავისი არსით ანტიტრაგიკული გახლავთ, ის გაურბის ყოველგვარ ლაპარაკს სიკვდილთან დაკავშირებით. ცდილობს, მიაჩუმათოს წამება და სიკვდილი თვით ქრისტესიც კი. მაგრამ სიკვდილი ხომ უსაჭიროესი, ცხოვრების არსთან დამაკავშირებელი ელემენტია. სიკვდილის ხსოვნა სიბრძნეა და მისი მოახლოება ადამიანის თავის თავთან დაბრუნებას ნიშნავს. .. ადამიანს აქვს უფლება შეიცნოს თავისი გარდაცვალება. სიკვდილის ეტაპი შეიძლება დაიტვირთოს სულისთვის სასარგებლო მოულოდნელი შემეცნებებით, რომელთაც თან მოაქვთ სინანული, მიტევება, მოყვასთან და მტრებთან შერიგება, მთელი გასული ცხოვრების გადაფასება და ღვთის წინაშე აღსარება.
აქედან გამომდინარე ევთანაზია ღვთის იმ მცნების დარღვევაა, სადაც წერია: “არა კაც კლა”, რაც ადამიანს არ აძლევს ცხონების და გადარჩენის საშუალებას, თან შეურაცხყოფს უფლისგან დადგენილ მცნებას სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ.
ვის აწყობს ევთანაზია? სულიერი გააზრებით ევთანაზია დემონს სჭირდება ადამიანის სულების დასაღუპად. აქედან გამომდინარე ევთანაზიის მომხრეთა საქმიანობა სატანიზმია. მატერიალური თვალსაზრისით კი ევთანაზიის მიღმა დგას სადაზღვევო კომპანიათა მსხვილი კაპიტალი. ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლე იხდის დაზღვევაში ფულს და კომპანია ვალდებულია, ავადმყოფობის დროს მას სამედიცინო დახმარება გაუწიოს. სადაზღვევო შენატანები დიდი ფულია. დასკვნა ნათელია.
ხშირად სვამენ კითხვას, არის თუ არა ევთანაზია ადამიანის მართვადი სუნთქვის აპარატიდან გამორთვა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ტვინი უკვე მკვდარია და ეს დასტურდება სამედიცინო კონსილიუმის გამოკვლევის შედეგით და არავითარი შანსი არ არსებობს ადამიანის გადარჩენისა, ამ შემთხვევაში აპარატი უნდა გამოირთოს და ეს ცოდვა არ არის”.

No comments:

Post a Comment