განსხვავებული შეხედულებები

რაც შეეხება ევთანაზიის მომხრებსა და მოწინააღმდეგეებს, მათ არგუმენტებსა და შეხედულებებს, რატომ თვლიან ისინი ამ ქმედების კრიმინალიზების საჭიროებას ან პირიქით, მის დეკრიმინალიზაციას?
ევთანაზიის მომხრეები თვლიან, რომ მისი კანონით აკრძალვა ადამიანის ტანჯვის ნებადართვაა და სხვა არაფერი, როცა ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და ამას არც შვება მოქვს და არც გამოჯანმრთელება, ხოლო მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ევთანაზია ბუნებრივი სიკვდილის უარყოფაა, ერთი ადამიანის მიერ მეორისათვის სიცოცხლის მოსწრაფება უზნეო და არაადამიანურია ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე.
აქტიური ევთანაზიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ პაციენტისათვის უშედეგო მკურნალობის გაგრძელება იწვევს პაციენტისარაადამიანურ მოპყრობას”, რაც დაგმობილია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიერ – “არავინ არ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი.”
ქრისტიანულმა ეკლესიამ, იოანე პავლე II-ის ინიციატივით, სასტიკად დაგმო ევთანაზიის გამოყენება პრაქტიკაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ევთანაზიის გავრცელებისათვის.
სიცოცხლე ადამიანის ძირითადი უფლებაა, თუმცა 21- საუკუნეში ადამიანის უფლებათა არც ერთ ევროპულ დოკუმენტში არ არის დებულება, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გარანტი იქნებოდა. სიცოცხლე დღემდე არ არის მიჩნეული აბსოლუტურ უფლებად.
ადამიანი ჩასახვის მომენტიდანვე ხდება მფლობელი სამი ძირითადი განუსხვისებელი უფლებისა, ესენია: სიცოცხლე, თანასწორობა და თავისუფლება. თავისუფლება თავისთავში გულისხმობს უფლებას, ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ სურს ცხოვრება ან პირიქით
ამ საკითხზე ყველაზე დიდი დავაა, თუ რას ნიშნავს სიცოცხლის უფლება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბუნებითი უფლება, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ არის მოცემული, ანუ თანდაყოლილია. დილემა სწორედ ამაშია, რომ თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ასევე გააჩნია სხვა უფლებებიც, როგორიცაა ღირსებისა და პატივის უფლება. აქ არის კოლიზიური ვითარება.
ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც მისი პატივისა და ღირსების შემლახველი არ იქნება. სახელმწიფო ადამიანს ევთანაზიის უფლებას არ აძლევს, რომელიც უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. თუკი სახელმწიფოს არ მოუცია ჩემთვის სიცოცხლის უფლება, მაშინ რა უფლება აქვს შეზღუდოს სიცოცხლის შეჩერების უფლება? ანუ გამოდის რომ სახელმწიფოსიცოცხლის მოვალეობას მაკისრებს”, მაგრამ რა უფლება აქვს სახელმწიფოს დააწესოს სიცოცხლის მოვალეობა, როდესაც ეს უფლება მისი დადგენილი არ არის? ეს არის ბუნებითი უფლება.
თუ ადამიანი თავად განაგებს სიცოცხლეს, მაშინ რატომ არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სიკვდილის შესახებ?
ევთანაზიის მომხრეები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ არჩევანი წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიებისა და თავისუფალი საბაზრო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპს. გარდა ამისა, ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც ადამიანი ავადმყოფობის სტადიაში განიცდის, ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებების ფონზეც არ არის აღქმადი იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეს პირადად არ გამოუცდია. ფიზიკური ტკივილის გარეშეც ხშირად პაციენტებს უჭირთ დამოუკიდებლობის დაკარგვისგან გამოწვეული ემოციური ტკივილის გადატანა.
რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ითხოვს ევთანაზიის კრიმინალიზაციას, აქ ჭარბად შეხვდებით სასულიერო პირებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ეკლესია მოკვდინების ნებისმიერ მსგავს ფაქტს ჩვეულებრივ მკველობად აფასებს.
რელიიგის გავლენას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი და ეს არც უნდა მოხდეს, რადგან ეკლესიას ჩვენი (ქართული) საზოგადოების ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.

No comments:

Post a Comment